ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 15 იანვარს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0096 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4254 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0354 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6478 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 2.12 %-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 30.54 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 1,25 %-ით შემცირდა და 15 იანვარს 1 უნცია ოქრო 1079.30 დოლარი ღირს.