ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 26 იანვარს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0229 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4923 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0208 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 6974 ლარია.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 2.90 %-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 29.46 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0,82 %-ით გაიზარდა და 26 იანვარს 1 უნცია ოქრო 1106.10 დოლარი ღირს.