10 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7400 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.16 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0770 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0665 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.05 თეთრი შეადგინა. კიდევ უფრო მაღალი კურსია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4473 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5675 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 11 მაისიდან შევა ძალაში.