ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით, კვლავ გაუფასურდა და 2.5-იან ნიშნულს მიუახლოვდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, დღეიდან დოლარის შეძენა 2,4978 ლარად შეგეძლებათ. ეს დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0075 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია.
გაუფასურდა ევროც. მისი შეძენა დღეს 2.66 ლარად შეგეძლებათ, ეს დღევანდელ კურსზე 0.0105 პუნქტით შეცვლილი მაჩვენებელია.