ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა.
ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გამყარდა და 2.3846 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, ლარი მის მიმართ 0.0088 პუნქტით გაუფასურდა და დღეს 1 ევრო 2.5868 ლარი ღირს.
