LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის გაუფასურებამ საწვავი გააძვირა

86
shutterstock-680962828

„მიზეზი, რის გამოც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასი იმატებს, არის ის, რომ ლარი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული“, – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში საწვავი საშუალოდ 5-10 თეთრით გაძვირდა, რაც ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა.

„საწვავის ფასი პირდაპირაა დამოკიდებული ორ მთავარ ფაქტორზე, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასსა და ლარის გაცვლით კურსზე. მიმდინარე ფასების ზრდა ლარის კურსს უკავშირდება“, – განმარტავს მთვრალაშვილი.

ცნობისთვის, 2020 წლის 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 42,43 (+ 0,51) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 40.60 (+ 0.35) დოლარი/ბარელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g