LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზი გვაქვს – ფინანსთა მინისტრი

83
275283876_319043900258968_6574089069519501299_n

ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით, ნამდვილად გვაქვს ოპტიმისტური პროგნოზი, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ვალუტის შემოდინების არხები მიმდინარე პერიოდში სტაბილურად მზარდია.

„მომდევნო პერიოდშიც ვფიქრობთ, რომ შევინარჩუნებთ ამ არხებს იმ დონეზე, რომ ქვეყანაში ლარის კურსი იყოს სტაბილური. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ გარკვეულწილად, შეიმჩნეოდა აჟიოტაჟური მდგომარეობა ლარის კურსთან მიმართებით, რაც გამომდინარეობს იმ მოლოდინებიდან, რაც უკავშირდება არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, კონკრეტულად, საომარ მოქმედებებს ჩვენს მეგობარ უკრაინაში. ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულ აჟიოტაჟს საფუძველი ნამდვილად არ გააჩნდა და ეს დასტურდება დღეს არსებული მდგომარეობით სავალუტო ბაზარზე. ვალუტის შემოდინების ყველა ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ფუნქციონირებს და მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ექსპორტის მიმართულება იანვარში 46%-მდე იყო გაზრდილი, ასევე, მზარდია ექსპორტი თებერვალში, წინასწარი ინფორმაციით, მარტშიც. გარდა ექსპორტისა, ტურიზმმა აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აღდგენის ტემპი. იანვრის თვეში – 70%-ით აღდგა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც რეკორდული იყო საქართველოსთვის. ასევე, მზარდია ფულადი გადმორიცხვები”, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ეს მიმართულება ხასიათდება სწრაფი აღდგენის ტემპით და სავალუტო შემოდინებებსაც, ამ ეტაპისთვის, აღმავალი ტენდენცია აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g