LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარმა ფრანგულ ბრენდსაც დაარტყა: DAVID JONES საქართველოს ტოვებს

492

ჩანთების მწარმოებელი ფრანგული ბრენდი David jones -ის საქართველოს ტოვებს. კომპანიამ ჩვენი ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება ლარის გაუფასურების გამო მიიღო.
როგორც ”ფორტუნას” DAVID JONES-ის მარკეტინგის დეპარტამენტში განუცხადეს, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ფრანგული ბრენდის 5 მაღაზია დაიხურა, უკანასკნელი ერთი კი – ორ დღეში შეწყვეტს ფუნქციონირებას.

”8 წელი ვმუშაობდით ქართულ ბაზარზე, გვქონდა 6 ფილიალი თბილისში, ჩვენთან დასაქმებულთა რაოდენობა კი 100 კაცს აღწევდა. თუმცა, ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ჩვენს კომპანიას სერიოზული ზიანი მიაყენა. ყოველ თვიურად 50-დან 60 ათას ლარამდე ფინანსურ დანაკარგს განვიცდიდით, რის გამოც ეტაპობრივად დავხურეთ ფილიალები. უკანასკნელი მაღაზია, რომელიც პენიკინის ქუჩაზე შევინარჩუნეთ, 2 დღეში დაიხურება”, – განმარტეს David jones -ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანია ლარის დასტაბილურებას ელოდა, თუმცა ეროვნული ვალუტა დევალვაციას ყოველდღიურად განაგრძობს.
”თავის დროზე საქართველოში ბიზნეს-გეგმა 1.67 იან კურსზე დავგეგმეთ და 2.0 ზე ასული ლარიც კი პრობლემა იყო ჩვენთვის. დღეს კი კურსი გაცილებით მაღალია. ამ ყოველივემ მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობები შეგვიქმნა. შეგვიმცირდა ნავაჭრიც და ჩვენი ზარალი ყოველდღიურად იზრდება”, – აღნიშნეს ფრანგული ბრენდის ქართულ წარმადგენლობაში.

ცნობისთვის, ”დევიდ ჯონსი” აწარმოებს ხელოვნური ტყავის ჩანთებსა და საფულეებს ქალბატონებისთვის. ბრენდს ფილიალი 40 ქვეყანაში აქვს და ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ”დევიდ ჯონსის” ჩანთების ფასი ყველა ქვეყანაში ერთნაირია და ის 12-დან 40 ევრომდე მერყეობს. ჩვენს ქვეყანაში კი აღნიშნული ბრენდი 8 წელი ოპერირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g