ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7997 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7876 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0121 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1182 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054, ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტა უკვე თითქმის 9 თეთრით გაუფასურდა.
"ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება"
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გამყარებას ელის
ცნობისთვის, ამ მონაცემებით, ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. დღემდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა. კერძოდ, 2016 წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2 ლარისა და 78 თეთრის ფარგლებში იყო.
