ლას-ვეგასში, სამორინეს მახლობლად გახსნილი ცეცხლის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლას-ვეგასის პოლიცია ავრცელებს.
ლას-ვეგასის პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია.
აქამდე მხოლოდ 2 დაღუპულისა და 24 დაშავებულის შესახებ ინფორმაცია დასტურდებოდა.