LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა აბაშიძე: „ზაფხულის სეზონისთვის ორი განახლებული სამგზავრო მატარებელი გვეყოლება, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ სამი შემადგენლობის მოდერნიზებაა დაგეგმილი“

469
ლაშა აბაშიძე

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ სავაგონო დეპოში სამგზავრო მატარებლების განახლების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, თანამშრომლებს გაესაუბრა და მათგან არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„დავიწყეთ სამგზავრო მატარებლების შეკეთების პროცესი, ზაფხულის სეზონისთვის უკვე განახლებული მატარებლები გვეყოლება“, – აცხადებს ლაშა აბაშიძე.

როგორც რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ორი მატარებლის შეკეთება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც კიდევ სამი მატარებლის განახლებაა დაგეგმილი.

„იდენტიფიცირებულია ყველა ტექნიკური პრობლემა, რაც სამგზავრო მატარებლების მიმართულებით იყო და დაწყებულია აქტიური მუშაობა სამგზავრო მატარებლების განახლებისა და მოდერნიზებისთვის“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

magti 5g