LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჟვანია: „ახლა, აშკელონის სამხედრო სასაფლაოზე გამოვემშვიდობეთ ქართველ-ებრაელ ვაჟკაცს, მიხეილ მოშიაშვილს.. სიტყვებიც თითქოს ძალას კარგავენ“

190
ing (2)

ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მიხეილ მოშიაშვილი დღეს დაკრძალეს. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ისრაელის ახალი გმირი…ამ სულს და გულს უკიდურესად ტკივა“ – ლაშა ჟვანია ისრაელში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე 

„ახლა, აშკელონის სამხედრო სასაფლაოზე გამოვემშვიდობეთ კიდევ ერთ ქართველ-ებრაელ ვაჟკაცს, მიხეილ მოშიაშვილს. მიხეილი მისი ძმის, 2012 წელს ბრძოლის დროს დაღუპული, იონათანის გვერდით დაიკრძალა.

განუზომელია ქართველი ხალხის ტკივილი თქვენი უდიდესი ტკივილის გამო, ბატონო იაკობ და ქალბატონო მარინა, ჩვენო ძვირფასო ქართველო ებრაელებო.

ასეთი მწუხარების დღეებში, თითქოს ვიფიტებით და საკუთარ უძლურებას ვგრძნობთ. სიტყვებიც თითქოს ძალას კარგავენ. სიტყვა „შალომის“ მნიშვნელობას კი, მთელი სიგრძე-სიგანით და სიღრმისეული მნიშვნელობით ვიაზრებთ. ისრაელის დიდი მეფე დავითის სიტყვები მიტრიალებს გონებაში: „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“!

მჯერა, ასეც იქნება – გაივლის ეს ტკივილგაუნელებელი მძიმე პერიოდი და კვლავ ძლიერად გავაგრძელებთ ცხოვრებას ერთად! შაბათ შალომს გისურვებთ ისრაელის ერო“, – წერს საქართველოს ელჩი ისრაელში.

 

ახლა, აშკელონის სამხედრო სასაფლაოზე გამოვემშვიდობეთ კიდევ ერთ ქართველ-ებრაელ ვაჟკაცს, მიხეილ მოშიაშვილს. მიხეილი მისი…

Posted by Ambassador Lasha Zhvania on პარასკევი, 13 ოქტომბერი, 2023

 

ცნობისათვის, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა, 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყეს – ქალაქებს რაკეტები დაუშინეს, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ, დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე – სამხედროები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო.

დღეს განახლებული მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1300-მდე გაიზარდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 1 537-ია, დაშავებულია 6 612 ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის ტერიტორიაზე 1 500-მდე პალესტინელი ტერორისტი მოკლეს.

ამასთან, მედიის ცნობით, „ჰამასის“ წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზას სექტორში მყოფი 13 მძევალი დაიღუპა,მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის არიან უცხოელები.