LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჟვანია: დღეს ისრაელიდან 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება

205
BeFunky-collage (4)

ისრაელიდან თბილისის მიმართულებით დღეს კიდევ ერთი დამატებითი რეისი შესრულდება.

საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ ამ რეისზე 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის ოჯახთან ერთად გამოემგზავრება თბილისში.

„დაშავებული, ან დაკარგული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა დღემდე. ჩვენი მედიის მიერ ძალიან ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რის გამოც პანიკა ვრცელდება ხოლმე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი georgian airways-ს მიერ და ამ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ მოქალაქეებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი გამოემგზავრება მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით“, – აცხადებს ჟვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები