LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისრაელში საქართველოს საელჩო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, ქვეყნის თავდაცვის უწყებამ ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებში შედარებით შემსუბუქებული რეჟიმი გამოაცხადა“ – ბოლო ცნობები ისრაელიდან

134
ლაშა ჟვანია

„დღეს ერთი თვე შესრულდა საშინელი ტერაქტიდან და ტერაქტის შედეგად ომის დაწყებიდან. მდგომარეობა კვლავ საომარია, როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის მიმართულებით საომარი მოქმედებები მიმდინარეობს“, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში კვლავ საკმაოდ რთული მდგომარეობაა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და რეგიონის ლიდერებთან შეხვედრები იმედის მომცემია, რომ ვითარება  რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში არ გადაიზარდოს.

„ჩრდილოეთიდან უფრო არის საჰაერო თავდასხმები გარკვეულ ხუთკილომეტრიან ზოლზე, ისრაელის და ლიბანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, თუმცა ამ ყველაფერმა 60 ათასზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილება გამოიწვია, რომლებიც განთავსებული სხვადასხვა სასტუმროში, უფრო სამხრეთისკენ არიან.

საკმაოდ რთული მდგომარეობაა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და შეხვედრები რეგიონის ლიდერებთან გარკვეული იმედის მომცემია, რათა ეს უფრო რეგიონულ, ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში არ გადაიზარდოს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

პალესტინური მედია: ისრაელმა ღაზაში ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა – დაიღუპა სულ მცირე, 51 ადამიანი, რომელთა შორსაც ბევრი ბავშვი და ქალია

რაც შეეხება ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ელჩის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს შორის დაჭრილები და დაშავებულები არ არიან, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არის რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებს.

„საელჩო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და ეს განპირობებული იყო იმით, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთებში გამოაცხადა შედარებით შემსუბუქებული რეჟიმი.

შესაძლებელია, რომ ოფისები იყოს გახსნილი, ასევე სასწავლო დაწესებულებები, ჩვენც ნაკლები მომართვიანობა გვაქვს ცხელ ხაზებზე.

„თუ ფსიქოლოგიური გამძლეობა არ გაქვთ, იფიქრეთ ქვეყნის დატოვებაზე.. ეს გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის ომია“ – ლაშა ჟვანია ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ერთი კვირაა უკვე, სტატისტიკა არ მოგვითხოვია, რადგან სამი კვირის მანძილზე გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს 1 550 მოქალაქე გახლდათ, რომლებმაც ისრაელის ტერიტორია დატოვეს, მათ შორის არიან ისრაელის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლის სტატისტიკას ჩვენ ვერ ვითვლით, რადგან ისრაელის პასპორტით ტოვებენ ისრაელს.

ვერ გეტყვით, რომ ჩვეულ რეჟიმშია პირდაპირი ფრენები, რადგან მოთხოვნის დაკლებასთან ერთად, შემცირდა ფრენების რაოდენობაც, იმიტომ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სრულდებოდა რეისები, სადაც ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილი იყო თბილისის მიმართულებით.

ამიტომ რაოდენობა დააკლეს კომერციულმა კომპანიებმა, მაგრამ, მოთხოვნისამებრ, ფრენები სრულდება,ასევე, თუ ვინმეს სურვილი აქვს, პირდაპირი რეისები კვიპროსის საშუალებით არის შესაძლებელი“. – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები