LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პალესტინური მედია: ისრაელმა ღაზაში ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა – დაიღუპა სულ მცირე, 51 ადამიანი, რომელთა შორსაც ბევრი ბავშვი და ქალია

208
Untitled design (2)

Reuters პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ზე დაყრდნობით წერს, რომ შაბათს, ისრაელმა ღაზაში ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

ღაზას „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, აშრაფ ალ-ქიდრამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ თავდასხმაზე ჯერჯერობით, ისრაელის თავდაცვის ძალებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები გამუდმებით ირწმუნებიან, რომ მათ სამიზნეს არა მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ „ჰამასი“ წარმოადგენს და რომ ბოევიკების დაჯგუფება მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

mazda magti 5g