LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ფსიქოლოგიური გამძლეობა არ გაქვთ, იფიქრეთ ქვეყნის დატოვებაზე.. ეს გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის ომია“ – ლაშა ჟვანია ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

187
ლაშა ჟვანია

საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, „თუ ფსიქოლოგიური გამძლეობა არ აქვთ, ისრაელში არსებული მდგომარეობის მიმართ, ქვეყნის დატოვებაზე იფიქრონ“.

როგორც ლაშა ჟვანიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, „ომი ხანგრძლივი იქნება“.

„მომართვიანობამ იკლო ბოლო დღეების მანძილზე, რადგან შედარებით დაწყნარდნენ ჩვენი მოქალაქეები… სხვათა შორის, ნაწილი დაბრუნდა უკან, ისინი, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ძალიან ბევრი ფსიქოლოგიურ დაზიანებას იღებს და არა ფიზიკურს, თუ ფსიქოლოგიური გამძლეობა არ აქვთ ასეთი მდგომარეობის მიმართ, იფიქრონ ქვეყნის დატოვებაზე, იმიტომ, რომ ეს არ გასტანს ერთი თვე და ორი თვე, ეს გაცილებით ხანგრძლივი პერიოდის ომია“, – აცხადებს ლაშა ჟვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g