LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ძებისაშვილი: “თუ გვინდა რომ ქვეყანა არ ჩაბარდეს ლანგარზე კრემლს, შემდეგი სტანდარტული ნაბიჯებია გადასადგმელი…”

115
maxresdefault

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, “საქართველოს უნივერსიტეტის” პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა ძებისაშვილი სოციალურ ქსელში იმ ნაბიჯების შესახებ წერს, რაც უნდა შესრულდეს, რათა “ქვეყანა არ ჩაბარდეს ლანგარზე კრემლს”.

ძებისაშვილი საზოგადოების ჩართულობაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს ქვეყნის გადარჩენის სამოქმედო გეგმაში.

ლაშა ძებისაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მოკლედ ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო, მაგრამ თუ გვინდა რომ ქვეყანა არ ჩაბარდეს ლანგარზე კრემლს, შემდეგი სტანდარტული ნაბიჯებია გადასადგმელი:

1- იქმნება საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო – გნებავთ შტაბი გნებავთ ცენტრი, რომელშიც ყველა, აბსოლუტურად ყველა ემორჩილება ამ შტაბის/ცენტრის გადაწყვეტილებას

2- იქმნება ამ ცენტრის და შტაბის რეგიონული ცენტრები/შტაბები

3- მიზნად ისახება 2022-ის ბოლომდე ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების და 2023 წელს რიგგარეშე არჩევნების იძულება.

4- დგინდება იძულების გზების ყველაზე ეფექტური გზები და ხალხის სამობილიზაციო გზები

5 – დგინდება როგორც ევროკავშირის მოთხოვნების აღსრულების ეტაპობრივი გამაფრთხილებელი აქციების ფორმა და მასშტაბის ასევე ნატოსთან დაახლოების შეფერხების გამო საპროტესტო აქციები და ხალხთან საკომუნიკაციო სტრატეგია

6- კრემლის მოთხოვნებისა და დამორჩილების და დასავლეთთან მზარდი თუ საბოლოო დაპირისპირების შემთხვევაში წინასწარ დგება სამოქმედო გეგმა და ასევე საინფორმაციო/საკომუნიკაციო სტრატეგია.

საბოლოო ჯამში ინიციატივა მოქმედების უნდა იქნას მოპოვებული და შენარჩუნებული, რომ საზოგადოება თვითონ და აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის გადარჩენის სამოქმედო გეგმაში და ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ დარჩეს გარდა დათანხმებისა,” – წერს ლაშა ძებისაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები