“გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილება გვიან ღამით დატოვა.
როგორც მან შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აუზში ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული იყო უცხოელი სპეციალისტისა და ექსპერტების მიერ.
„ჩვენ ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობაში და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაოების მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა, იმ დღესაც გითხარით, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არამარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.