LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაშა გურული თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს ასპარეზობას“ – საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია

223
ლაშა გურული

„ლაშა გურული თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს ასპარეზობას”, – ასეთია საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელის, ფირუზ ტუნაძის შეფასება ქართველ მოკრივესთან დაკავშირებით. ინფორმაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ავრცელებს.

„ორთაბრძოლისას მიიღო ტრავმა. კერძოდ, გვქონდა ორივე წარბის ნახეთქი ჭრილობა, მოხდა ჭრილობის დამუშავება და გაკერვა. ამჟამად სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს ასპარეზობას”, – განაცხადა ფირუზ ტუნაძემ.

ლაშა გურულმა, პარიზის თამაშებზე მეორე შეხვედრა მოიგო და ისტორიულო ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, თუმცა, ქართველი მოკრივე აგრძელებს ბრძოლას ოქროს მედლისთვის. შემდეგ დაპირისპირებას, გურული 4 აგვისტოს გამართავს.

პოპულარულები