LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

110
აშშ

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ.

მხარეებმა ქვეყნის მიმდინარე წლისა და საშუალოვადიანი პერიოდის მაკროეკონომიკური/ფისკალური პარამეტრები და მონეტარული პოლიტიკის საკითხები მიმოიხილეს.

როგორც აღინიშნა, გასული წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის და მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის ფისკალური პარამეტრები უსაფრთხო დონეს დაუბრუნდა. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მიერ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესწორდა ზრდის მიმართულებით და ამჟამად 5.7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

საუბარი შეეხო სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობას და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები