LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ხუციშვილმა, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარი გახსნა

119
ლაშა ხუციშვილი

„ევროპისა და აზიის შეხვედრის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ განვითარებად ბაზრებზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე.

მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სემინარის ფარგლებში საინტერესო დისკუსია გაიმართება.

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა 2024 წელს ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა თბილისში. მადლობელი ვარ აზიის განვითარების ბანკის თავდადებული გუნდის მხარდაჭერისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზების პროცესში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

სემინარის თემატური საკითხებია: დაკავშირებადობის გაუმჯობესება – ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის – ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

თბილისი აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას 5 მაისის ჩათვლით მასპინძლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები