LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

87

24 წლის ლაშა შავდათუაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიაში 8 აგვისტოს 73 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მესამე ადგილისათვის შეხვედრაში შავდათუაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი, 2015 წლის ევროპის ჩემპიონი საგუი მუკი იპონით დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ჭიდაობა საწყის ეტაპზე კუბელი მიგელ ესტრადას და შრი ლანკას წარმომადგენელ ჩამარა რეპიალაჯის ძლევით დაიწყო, 1/4 ფინალში კი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ, იაპონელ ონო შოჰეისთან მარცხის შემდეგ, რეპეშაჟის ეტაპზე გადაერთო. დამამშვიდებელ წრეში შავდათუაშვილმა რუსი დენის იარცევი ბოლო წამებზე იპონით დაამარცხა და მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ასპარზეობის უფლება მოიპოვა.

ოლიმპიური ჩემპიონი 73 კგ. წონით კატეგორიაში იაპონელი ონო შოჰეი გახდა, ვერცხლის მედალი აზერბაიჯანის წარმომადგენელ რუსტამ ორუჯოვს ერგო, ბრინჯაოს პრიზიორი კი შავდათუაშვილთან ერთად ბელგიელი დირკ ფან ტიხელტი გახდა.

ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო პირველი მედალია რიო დე ჟანეიროში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისათვის.

 

 

uniInc (4)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g