ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში მან შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.
ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართული ძიუდოს ისტორიაში იგი გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელიც ფლობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონის, ისე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის ტიტულს.
სპორტსმენი 73 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.