LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრან სლემზე ჩემპიონი გახდა

87
Capture

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

73 კილოგრამში, შეჯიბრება ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფით დაგვირგვინდა.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა თბილისურ ტატამიზე, ფინალის გზაზე ოთხი შეხვედრა მოიგო. საჩემპიონო ბრძოლაში კი იაპონელ კენ ოიოშის აჯობა იპონით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები