LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია: წინ ოლიმპიადაა

99

ნორვეგიის ქალაქ ფორდეში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა. კონტინენტის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი ანასტასია გოტფრიდი (+75).

მსოფლიოს ჩემპიონმა ტალახაძემ ჯამში 463 კგ (ატაცში 212 კგ, აკვრაში 251 კგ) დააფიქსირა. ხოლო გოტფრიდი, რომელმაც 249 (113+136) კგ დაძლია, მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა გამარჯვებულს.

+105 კგ-ში მეშვიდე ადგილზე დაასრულა გამოსვლა ირაკლი თურმანიძემ – 410 კგ (190+220).

აღსანიშნავია, რომ ატაცში დაფიქსირებული 212 კგ ევროპის ახალი რეკორდია. ახლა ლაშასგან მორიგ წარმატებას მთავარ ასპარეზზე ველით – ოლიმპიადაზე.

 

 

12987167_219282148444197_4209163905352485073_n

13051520_219248015114277_3445998146869823176_n

b81ee508b5082001dad5cc816ea79a07

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g