ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მძიმე წონაში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, რუსი ალექსეი ლოვჩევი საერთაშორისო ტურნირებს დროებით ჩამოაშორა.
ლოვჩევმა აკრძალული პრეპარატი იპამორელინი გამოიყენა, რის გამოც ავტომატურად მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ლაშა ტალახაძესთან გადავა.
ლოვჩევის გარდა, აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში კიდევ 16 სპორტსმენია დადანაშაულებული.
შეგახსენებთ, რომ ჰიუსტონში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე მეორე ადგილზე გავიდა, ლოვჩევმა კი ოქროს მედალი აიღო და პარალელურად, ახალი რეკორდის მფლობელი გახდა.
ძალიან მალე ლაშა ტალახაძე ოფიციალურად მიიღებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.