LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ტუღუში: არსებობდა ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკა – სამოქალაქო საზოგადოება მაღალი ხარისხის ჩართულობით ომბუდსმენის კანდიდატებს წარადგენდა, ეს ახლაც იქნებოდა ძალიან კარგი

127
ლაშა ტუღუში

„არსებობდა ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება მაღალი ხარისხის ჩართულობით კანდიდატებს წარადგენდა. ვფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა იქნებოდა ძალიან კარგი“, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის – „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა ტუღუშმა სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, დღეს, მესამე სექტორმა, აღნიშნულ თემაზე მმართველ გუნდთან შეხვედრა გამართა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წინადადებები მოისმინეს.

„სახალხო დამცველად პირდაპირ „ნაცი“ დავსვით და ასეთი არ უნდა დაგვემართოს“ – „ოცნება“ და საპარლამენტო ოპოზიცია ომბუდსმენის არჩევის წესზე ისევ ვერ თანხმდება

პარტიები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ სახალხო დამცველის შერჩევის წესზე მმართველ გუნდთან დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას არ დაესწრებიან.

„არსებობდა ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება მაღალი ხარისხის ჩართულობით კანდიდატებს წარადგენდა, ამას ჰქონდა ძალიან პოზიტიური შეფასებები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კანდიდატების მიმართ იყოს სხვადასხვა მოსაზრებები. ვფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა იქნებოდა ძალიან კარგი. მოგვისმინეს და დღეს ალბათ გავიგებთ პასუხს ჩვენს წინადადებებთან დაკავშირებით.“ – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პირობიდან ერთ-ერთი სახალხო დამცველის არჩევას ეხება. ევროკომისიის პირობაში წერია, რომ „ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი“; „დანიშვნა იქნება გამჭვირვალე“, ხოლო „მისი სამსახური – ზეგავლენებისგან თავისუფალი.“

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატს წარადგენენ ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი. მისი არჩევა სულ მცირე 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას 6-წლიანი ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. იგი თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.

სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრა არა უგვიანეს 1 დეკემბრისა უნდა შედგეს.

 

პოპულალურები