LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს

38
308140330_400286752294654_1043552338348647146_n

დეპუტატებმა მესამე მოსმენაზე, 104 ხმით მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით აირჩევს.

პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანია.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებომისილების ვადა წლის ბოლოს ეწურება.

პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რასაც 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები