LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო ჩხეიძე: ჩემს სოფელში ასე ამბობენ, თუ გინდა რომ ოჯახში ყველაფერი ჰარმონიულად გქონდეს, ცოლის ნათქვამი ყოველი მეშვიდე უნდა გაითვალისწინოვო

60
BeFunky-collage (1)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის არჩევის წესის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებას მხარს პირველი მოსმენით მხარს არ დაუჭერს, თუკი მეორე მოსმენაზე არ იქნება ზუსტად განსაზღვრული ვინ და როგორ უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი.

ნატო ჩხეიძემ სიტყვით გამოსვლისას ხალხური სიბრძნე გაიხსენა და “ქართულ ოცნებას” მიმართა.

მე პირადად თავს შევიკავებ, ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მაინც რომ დავუჭირო მხარი. თუკი, მეორე მოსმენაზე მაინც არ იქნება, ზუსტად და კარგად განსაზღვრული, თუ ვინ და როგორ უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი.

ამის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ შევთანხმდეთ და მივიდეთ იქამდე, რაც ყველას გვინდა – შესრულდეს 12 პუნქტი და საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ამისთვის კი, აუცილებელია, მეორე მოსმენისთვის გაითვალისწინოთ ოპოზიციის შენიშვნები, ძალიან კარგად გაწერილი.

ხალხურ სიბრძნეზე ლაპარაკობდა ჩემი ერთი კოლეგა და მე მინდა გითხრათ.

მაგალითად, ჩემს სოფელში ასე ამბობენ, თუ გინდა რომ ოჯახში ყველაფერი ჰარმონიულად გქონდეს, ცოლის ნათქვამი ყოველი მეშვიდე უნდა გაითვალისწინოვო. ნუ შეხედავ, რას გეუბნება, გადათვალე და გაითვლისწინეო.

მოგიწოდებთ “ქართულ ოცნებას”, რომ ქვეყანაში ყველაფერი დაწყობილად გქონდეთ, ოპოზიციის მეშვიდე თუ არა, მეშვიდასე მაინც გაითვალისწინეთ და ჩვენ მივალთ იქამდე, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი” – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტში შესწორებები შევიდა. კერძოდ, შესწორებების შემდეგ ზოგიერთი საკითხი არა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, არამედ პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირდება.

ცნობისთვის, „ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ იდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები