LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ჩვენ კენჭისყრაში არ ვმონაწილეობდით, ნატო ჩხეიძეს 400-ზე მეტი კანონისთვის აქვს ხმა მიცემული” – ანა წითლიძე

152
BeFunky-collage - 2023-05-18T222337.151

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ფრაქციის ყოფილ წევრ ნატო ჩხეიძეს პარლამენტში 400-ზე მეტი კანონისთვის აქვს ხმა მიცემული მაშინ, როცა ფრაქციის სხვა წევრები კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.

„მაჭუტაძემ აღიარა, რომ მძიმე პოლიტიკური შეცდომა დაუშვა. აი, ნატო ჩხეიძის მცდელობა – რომ საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს, ზღვარს ცდება. გუშინ კომენტარში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აბრალებდა. გუშინ ფრაქციის სხდომაზე ნატო ჩხეიძე გვიმტკიცებდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ ნანობს, რომ ხმა მისცა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. ამას ამბობდა ფრაქციის ყველა წევრის თანდასწრებით, რის გამოც მე და ქალბატონ ნატოს გვქონდა ძალიან ხმამაღალი შელაპარაკება და ჩხუბი.

დღეს ასევე დავინტერესდი და ამოვიღე ქალბატონი ნატოს კენჭისყრის შედეგები და აღმოვაჩინე, რომ 400-ზე მეტი კანონისთვის აქვს ხმა მიცემული მაშინ, როდესაც ჩვენ კენჭისყრებში არ ვმონაწილეობთ და ესეც ჩვენი ბრალია „ქართული ოცნების“ 461 კანონს ხმა რომ მისცა? რატომ მაიძულებთ ისეთ დღეში ჩაგაგდოთ, უბედურება გჭირდეთ?“, – წერს ანა წითლიძე.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია – ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა 

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი. კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, პოზიცია შეთანხმებული იყო, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი „გაიყიდა“.

„ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა“ – ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე 

იუსტიციის საბჭოს არჩევნებზე ვიღაც 5-მა „ქოცებს“ მისცა ხმა.. ჩვენ და „ელისაშვილები“ რომ არ ვიყავით, ეგ ვიცი, ახლა გასარკვევია, ვინ იყო – ჰერმან საბო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები