LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვია ბელარუსის საზღვარზე არმიას აგზავნის

140
გზა

საზღვრის არალეგალური კვეთის მზარდი მცდელობების ფონზე ლატვია ბელარუსთან საზღვარზე არმიას აგზავნის.

ამის შესახებ ბრძანება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ გასცა.

ლატვიის სასაზღვრო დაცვა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში საზღვრის უკანონო კვეთის 96 შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის პატრულირებაში დასახმარებლად სასაზღვრო დაცვის ოფიცრებიც გამოიწვიეს შვებულებიდან.

ლატვიის სასაზღვრო დაცვის თქმით, მათ აქვთ “ინფორმაცია ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლო ზრდის შესახებ.”

„ლატვიას აქვს ინფორმაცია ჰიბრიდული საფრთხეების შესაძლო ზრდის შესახებ. ბელარუსის ხელისუფლება სულ უფრო მეტად არის ჩართული არალეგალური ემიგრანტების ნაკადის ორგანიზებაში”, – ნათქვამია სასაზღვრო დაცვის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები