LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ისინი ასეთ პოლიტიკას გაატარებენ, საკუთარ ქვეყანაში ასეთივე ღორობას შეეჩეხებიან“ – პუტინი ლატვიის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების გამკაცრებას ეხმაურება

168
ვლადიმერ პუტინი

„თუ ისინი გაატარებენ ასეთ პოლიტიკას იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ისურვებდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრებას, ამ ქვეყნისთვის რაიმე სარგებლის შექმნას და მათ ასე ღორულად მოექცევიან, მაშინ საკუთარი ქვეყნის შიგნით ასეთივე ღორობას შეეჩეხებიან“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა და ამგვარად ლატვიის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების გამკაცრებას გამოეხმაურა.

აღნიშნულის თაობაზე პუტინმა „სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა განვითარების“ სხდომაზე ისაუბრა და თქვა:

ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომზე – უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია

„არ მგონია, რომ სახლში ბედნიერება ეწვევა მათ, ვინც მსგავს პოლიტიკას ატარებს. არ ვიცი ახლა რამდენია, მაგრამ ლატვიაში, როგორც მახსოვს, მოსახლეობის 40% რუსულენოვანი იყო. ალბათ ახლაც არაა ცოტა.

თუ ისინი გაატარებენ ასეთ პოლიტიკას იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ისურვებდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში ცხოვრებას, იქ მუშაობას, ამ ქვეყნისთვის რაიმე სარგებლის შექმნას და მათ ასე ღორულად მოექცევიან, მაშინ, საბოლოო ჯამში, საკუთარი ქვეყნის შიგნით ასეთივე ღორობას შეეჩეხებიან“. – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

ინფორმაციისთვის: უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ლატვიის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების გაამკაცრა.

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოსცადა

ლატვიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც მუდმივი ბინადრობის უფლების გახანგრძლივების გაგრძელებაზე საბუთები არ შეუტანიათ და ლატვიური ენის ტესტირებაზე არ დარეგისტრირებულან, 30 ნოემბრამდე ქვეყნის დატოვების ვადა ჰქონდათ. აღნიშნულ პირებს დეპორტაცია ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები