რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მსოფლიოში არავინ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან პოტენციურმა მტრებმა რუსეთის ბირთვული არსენალის შესახებ ყველაფერი იციან.
„მტრის რაკეტის გაშვების აღმოჩენის მომენტიდან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის იგი, მსოფლიოს ოკეანეების ნებისმიერი წერტილიდან თუ ნებისმიერი ტერიტორიიდან, საპასუხო კონტრშეტევისას, იმდენი ასეული ჩვენი რაკეტა გამოჩნდება ჰაერში ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით, რომ არცერთ მტერს არ ექნება გადარჩენის შანსი“, – განაცხადა პუტინმა სოჭში სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ გამოსვლაში.
ვლადიმირ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა თითქმის დაასრულა მუშაობა ატომურ კონტინენტთაშორის სარაკეტო სისტემა „სარმატზე“ და წარმატებით გამოცადა ატომური ძრავის მქონე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“.
“ჩატარდა “ბურევესტნიკის” ბოლო წარმატებული გამოცდა – გლობალური მანძილის ფრთოსანი რაკეტის ბირთვული სისტემით, ბირთვული ძრავის სისტემით,” – განაცხადა პუტინმა.