ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“