LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაურა რეხვიაშვილი: „თუ გინდა, დაამტკიცო, რომ საუკეთესო დედამთილი ხარ, ურთიერთობაში გამოავლინე… ჩემს რძალს რაზე უნდა ვუსაყვედურო? რატომ არ დამხვდა ქვაბი გახეხილი ან სახლი დალაგებული?..“

419
ლაურა რეხვიაშვილი

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ ესმის დედამთილსა და რძალს შორის ურთიერთობა:

„მე არ მესმის, რა არის რძალი, ან დედამთილი. მარიამ წერეთელი ჩემი შვილის მეუღლეა, რომელმაც შვილიშვილი მაჩუქა, თომა გამიჩინა. შვილი ისეთი მყავს, როგორსაც ვნატრობდი. ძალიან ბედნიერი ქალი ვარ. შვილსაც ვუყვარვარ, რძალსაც და მეც მიყვარს ისინი. ბედნიერი ქალი ვარ, რადგანა რაჩვეულებრივი ოჯახი მყავს.

თუ გინდა, დაამტკიცო, რომ საუკეთესო დედამთილი, საუკეთესო დედა ხარ, ურთიერთობაში გამოავლინე. ჩემი შვილი სახლიდან არ გავა, თუ არ მაკოცებს. მე მის ცოლს რაზე უნდა ვუსაყვედურო? რატომ არ დამხვდა ქვაბი გახეხილი ან სახლი დალაგებული? სულ ნუ გააკეთებს. მოვიყვან დამხმარე ქალს და იმას გავაკეთებინებ. იცით, მთავარი რა არის? როცა რძალს შენი შვილი უყვარს. ჩემი შვილი კი ნამდვილად უყვარს. პატივს სცემს. მორჩა! დანარჩენი მეათეხარისხოვანია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g