„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან რუსეთის ურთიერთობა სტაბილურად და თანმიმდევრულად განვითარდეს“, – ამის შესახებ სერგეი ლავრომა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, ჩიენეთი და რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში სერიოზულ ეტაპზე იმყოფება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპის შემდეგ ვითარება უფრო ნათელი გახდება. ჩვენ თქვენთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად, მრავალპოლუსიანი, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ მივდივართ.“ – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელ კოლეგასთან საუბრისას.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩინეთში ჩავიდა.
