LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: გვესმის ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ რუსეთი არის ძალიან ცუდი და უარს ამბობს მოლაპარაკებებისთვის – ეს სიცრუეა

53
სერგეი ლავროვი

„ახლა ჩვენ გვესმის ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი მთელი გულით მზად არიან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის და გამოდიან უკრაინაში და მის ირგვლივ არსებული ვითარების პოლიტიკური დარეგულირებისთვის, მაგრამ რუსეთი არის ძალიან ცუდი და ის უარს ამბობს კონტაქტზე. ეს სიცრუეა“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსულ ტელეეთერში საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არ მიგვიღია რაიმე სერიოზული შემოთავაზება კონტაქტის დასამყარებლად. იყო არც თუ ისე სერიოზული წინადადებები, რომლებზედაც არ ვუპასუხებდით ნეგატიურად, თუმცა შევთავაზეთ კონკრეტული წინადადებების ჩამოყალიბება, რომლითაც ზოგიერთს სურს, დაგვიკავშირდეს არაპირდაპირი კონტაქტებით. არც ამ შემთხვევაში, რაიმე კონკრეტული განმარტებები არ მიგვიღია“, – განაცხადა ლავროვმა.

დასმულ კითხვაზე კი, რომელიც აშშ-იდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეხებოდა, ლავროვმა უპასუხა, რომ ფაქტობრივად ამერიკელები დიდი ხანია ამ ომში მონაწილეობენ.

„ისინი არა მხოლოდ აიარაღებენ ზელენსკის და მის რეჟიმს, ისინი აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს თანამგზავრებიდან და არა მხოლოდ ათეული სამხედრო თანამგზავრიდან, არამედ რამდენიმე ასეული კომერციული თანამგზავრიდან, რომლებიც ახლა სამხედროების სამსახურშია.“– განაცხადა სერგეი ლავროვმა.

„აშშ-სა და ევროპის უკრაინის კონფლიქტში მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთი იძულებული იქნება ადეკვატური საწინააღმდეგო ზომები მიიღოს“ – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g