LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის

168
სერგეი ლავროვი

„ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის“, –  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ ლავროვმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ არის ნამდვილი [ომი], რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებდა რუსეთის წინააღმდეგ, ცდილობს რა გაანადგუროს ყველაფერი რუსული. ენიდან დაწყებული კულტურამდე.“ – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სამხრეთ აფრიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ის დღეს სამხრეთ აფრიკელ კოლეგას შეხვდა.

უკრაინაში მიმდინარე სიახლეებს ვრცლად გაეცნობით:

ზელენსკი: როცა რუსეთის ფედერაციას 1000 ტანკი აქვს, პარტნიორებისგან 20-50 ტანკის მოწოდება პრობლემას ვერ გადაჭრის

„მინისტრს ვთხოვე, იმუშაოს ამ საკითხზე“: საფრანგეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს

ბორის ჯონსონი: არ მოუსმინოთ მათ არგუმენტებს, ვინც ამბობს, რომ კიევში იარაღის გაგზავნა ომის ესკალაციას გამოიწვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g