LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე

90
93

რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე პოზიციების გაძლიერებაში, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დაურ კოვესთან შეხვედრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ „რუსეთსა და აფხაზეთს ორმხრივი ურთიერთობებისთვის მდგრადი საფუძველი აქვთ“.

„ჩვენ განვაგრძობთ აფხაზეთისთვის დახმარების გაწევას მისი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების კუთით. ასევე დიდ შეფასებას ვაძლევთ რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით შესრულებულ ამოცანებს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ურთიერთქმედებას,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ,ჟენევის დისკუსიების წინ აფხაზური მხარე მოსკოვში კონსულტაციებზე ჩავიდა. სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე , დაურ კოვემ რია ნოვისტისთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ცვლილებაზე, მის პროდუქტიულობაზე და არაპროდუქტიულობაზე საუბარი არაფრის მომცემია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები