LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლავროვის ოჯახის წევრები ჩავიდნენ ყვარელში, ჩემი სახლის მახლობლად..“ – მიხეილს სააკაშვილი „ყვარლის ტბასთან“ განვითარებულ მოვლენებზე წერს

209
Untitled design

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყვარელში ვიზიტი გააპროტესტეს, რომლებიც ქორწილისთვის იყვნენ ჩამოსულები.

„ქორწილი აღარ ჩატარდება… ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება“ – სალომე ზურაბიშვილი

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება და აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებული რუსეთთან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შედეგად 19 მაისს თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ჩამოიყვანა რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები.

დღეს ლავროვის ოჯახის წევრები ჩავიდნენ ყვარელში, ჩემი სახლის მახლობლად, ყვარლის ტბასთან მდებარე სასტუმროში ქორწილის გადახდის განზრახვით. ჩემი შექმნილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. მათ დასაშლელად მობილიზებულები იყვნენ პოლიციელები და სპეცრაზმი, რომლებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაატარეს ძალადობრივი ოპერაცია და დააპატიმრეს 17 მონაწილე.

თუმცა, ხელისუფლების მხრიდან უკანონო და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი მოქმედების შესაჩერებლად ბრძოლა ამით არ დასრულდება. აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ახალგაზრდის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

Внаслідок ухваленого грузинською владою спільного з росією рішення про відновлення двосторонніх рейсів між росією і…

Posted by Mikheil Saakashvili on Saturday, 20 May 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g