LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქორწილი აღარ ჩატარდება… ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება“ – სალომე ზურაბიშვილი

1166
Untitled design (5)

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან „ვახტანგ გომელაურისგან მიიღო პირობა, რომ ადამიანები, რომლებიც ქორწილის გადახდას აპირებდნენ წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება“.

„დღევანდელ ინციდენტზე მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება როგორ თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ, ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა, მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორების მიერ სანქცირებულთა სიებით იხელმძღვანელოს. მისივე თქმით, ამ სიებით ხელმძღვანელობა იძლევა საშუალებას, რომ არავინ შემოვიდეს საქართველოში, ვინც სანქცირებულია.

„ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ძალიან მარტივია. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ საჩქაროდ შემოიტანონ ის [სანქცირებულთა] სიები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, რომლებიც აწესებენ, ვინ არიან სანქცირებული პირები და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ ყველა საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია. ეს არის მინიმალური დაცვა ამ ქვეყნის“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოში, კერძოდ, სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფებოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა.

 

 

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს ქორწილში, რომელიც საქართველოში შედგა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე წელი იყო გასული

ვიდეო: „რუსები წაიყვანეთ ბიჭო, ჩვენ ნუ გვაკავებთ“ – ნიკა მელია თანამებრძოლებთან ერთად გვიან ღამით ყვარელში ჩავიდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის შვილი და ოჯახის წევრები იმყოფებიან

მელია: ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულებაა საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი

„რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“ – რუსთაველის გამზირზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით დღეს 18:00 საათზე აქცია იგეგმება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g