LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულებაა საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი

182
fot

ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულებაა საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, საქართველოში მყოფი ლავროვის ოჯახის წევრებიდან სამი არის სანქცირებული აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, ავსტრალიის და ბრიტანეთის მიერ.

მელიას განცხადებითვე, ისინი სხვაგან ვერ მიდიან და სწორედ ამიტომ ჩამოვიდნენ ყვარელში.

ვიდეო: „რუსები წაიყვანეთ ბიჭო, ჩვენ ნუ გვაკავებთ“ – ნიკა მელია თანამებრძოლებთან ერთად გვიან ღამით ყვარელში ჩავიდა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვის შვილი და ოჯახის წევრები იმყოფებიან

„სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები აქ არიან, არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში „ყვარლის ტბის“ მიმდებარედ დაბინავებულნი. ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ჩამოსვლა პუტინისა და ლავროვის მხრიდან არის ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების, მთელი ქვეყნისადმი. ლავროვის უახლოესი ოჯახის წევრის, სიძის ძმის ქორწილს იხდიან, ლავროვის სიძე, ქალიშვილი, სიძის ძმის მამა აქ არიან. სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის, ევროკავშირის სახელმწიფოების, ავსტრალიის, ბრიტანეთის მიერ. ე.ი არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში. მაშინ, როდესაც ეს ქვეყანა ოკუპირებულია სწორედაც ლავროვის მიერ. ის ხომ ავტორია იმ სისხლისღვრის, რაც 2008 წელს მოხდა. ბატონი ლავროვი და მისი ოჯახის წევრები ხომ არიან ავტორნი, რაც ხდება დღეს უკრაინაში. დღეს ხომ აქ უნდა გაბედონ და პუტინის, რუსული არმიის სადღეგრძელო უნდა შესვან, გამარჯვება უსურვონ რუსულ არმიას და დამარცხება – უკრაინას, გამარჯვება – რუსეთს და დამარცხება – ქართველ ერს. წარმოუდგენელი ცინიზმია, ვულგარული ცინიზმი“, – აღნიშნა მელიამ.

მისვე თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს ხელისუფლება და პუტინის ხელისუფლება არიან გადაჯაჭვულნი.

„ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. პუტინის მარიონეტი გავრილოვი არაფერი არ არის ამ ხალხთან შედარებით. 2004 წლიდან მოყოლებული ლავროვი არის საგარეო საქმეთა მინისტრი ტერორისტული სახელმწიფოსი, რომელიც ამართლებს პროპაგანდისტულად ყველა ერის ჟლეტვას და ხოცვას. გათენდა ის დღე, როდესაც ვიცით, რომ პუტინის უახლოესი გარემოცვა ქორწილს იხდის. ჩვენი გმირი მეომრები, ცოცხალი გმირები, რომლებიც დღეს უკრაინაში არიან, ამ პროცესს თვალყურს ადევნებენ და ვისაც ეომებიან, ვისგანაც იცავენ ჩვენს ქვეყანას, ყველა ეს ადამიანი დღეს აქ არის. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ეს ხელისუფლება და პუტინის ხელისუფლება არიან გადაჯაჭვულნი. მათ შორის ზღვარი არის წაშლილი. საქართველოს არ ჰყავს ქართული ხელისუფლება, ჰყავს რუსული ხელისუფლება“, – განაცხადა მელიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g