LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაზარე გრიგორიადისს ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება და სიწითლე“ – სახალხო დამცველის აპარატი აქციაზე დაკავებულებზე განცხადებას ავრცელებს

157
ლაზარე გრიგორიადისის დაკავება

„სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს“, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, 3 დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათ შორის არის გუშინვე, აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც.

„მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ, თუ ეს დამპალი რეჟიმი ციმბირის გზას არ გავუყენეთ“ – ლაზარე გრიგორიადისის დედა

„სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით.

მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.

სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს გამოძიების მონიტორინგს.

აპარატი აგრძელებს სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით“, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს: პარლამენტთან აქციაზე 13 პირია დაკავებული

ვიდეო: დაძაბული ვითარება პარლამენტთან – პოლიციამ ორი დემონსტრანტი დააკავა

📢 სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის…

Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on სამშაბათი, 14 მაისი, 2024

პოპულარულები