LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ლე გატო” ახალ ობიექტებს ხსნის

883

ევროპული საკონდიტრო “ლე გატო” ფართოვდება და  ახალი ობიექტების გახსნას აპირებს. როგორც ”ფორტუნას” საკონდიტროს წარმოების მენეჯერმა თამუნა ტოკლიკიშვილმა განუცხადა,  ობიექტების მშენებლობის პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება და ახალი საკონდიტროები 1 ივნისიდან ამუშავდება.

”ვხსნით  ორ ახალობიექტს ვაჟა ფშაველას გამზირსა და პეკინის ქუჩაზე. გარდა ამისა, ყაზბეგის გამზირზე არსებული ობიექტი გადაგვაქვს სხვა მისამართზე, ამავე ქუჩაზე. რაც შეეხება კადრებს, თითო ობიექტზე 25-25 ადამიანი დასაქმდება”, – აღნიშნა ტოკლიკიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”ლე გატოს” მომხმარებელს მრავალი დასახელებს პროდუქტს სთავაზობს და თითოეული მათგანი  შექმნილია უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ფრანგული და ბელგიური ინგრედიენტებისგან.

”ჩვენ ზედმიწევნით ვზრუნავთ ხარისხზე. ვხვეწავთ გემოს და ვქმნით საინტერესო ვიზუალს. “ლეგატო” მომხმარებლს სთავაზობს განსხვავებული ასორტიმენტისა და უმაღლესი ხარისიხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ხარისხის უპირატესობა ვლინდება თითოეულ დეტალში, დაწყებული საწარმოო პროცესიდან (დანადგერები, ტექნოლოგიები, რეცეპტურა) დამთავრებული თითოეული პროდუქტის შემადგენელი ინგრედიენტებით. მიუხედავად არსებობის მცირე პერიოდისა, თითოეული ამ დეტლის გაერთიანებით შესაძლებელი გახდა მაღალი ნდობისა და სიყვარულის მოპოვება მომხმარებელში”,-განმარტა კომპანიის წარმოების მენეჯერმა.

ევროპული საკონდიტრო “ლე გატო” დაარსდა 2012 წლის მაისში ქართველი და ებრაელი ინვესტორების მიერ.  კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება საკონდიტრო ხაზია, თუმცა მომხმარებელს ტორტებსა და  ევროპული ქვეყნების კერძებსაც სთავაზობს. ამ ეტაპზე საკონდიტრო 2 ობიექტს ფლობს – აბაშიძის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g