მაღაზია Le Parfum მომხმარებელს ARMANI-ის , BOTTEGA VENETA-ს, MONTALE-ის სუნამოების ახალ კოლექციებს სთავაზობს. გარდა ამისა, მაღაზიაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ქალისა და მამაკაცის ტანის მოვლის საშუალებებიც.
როგორც Le Parfum-ის დამფუძნებელმა ირაკლი ბრეგვაძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მაღაზია მუდმივად ანახლებს კოლექციებს და მათთან მსოფლიოს ისეთი ცნობილი ბრენდებია წარმოდგენილი, როგორებიცაა: KENZO, CHRISTIAN DIOR, DOLCE & GABBANA, YVES SAINT LAURENT , BOTTEGA VENETA, BOND N9, SHAIK და სხვა.
კომპანია ქართულ ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და მაქსიმალურად ცდილობს, მოერგოს მომხმარებლის მოთხოვნებს.
Le Parfum ჭავჭავაძის 24 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე, 11:00-დან 20:30 საათამდე მუშაობს.