ლოს-ანჯელესში, ფილმის – Bullet Train გადაღებები მიმდინარეობს. კინოსურათი, იაპონელი ავტორის – კოტერო ისაკას ნოველას – Maria Beetle ეფუძნება. სიუჟეტის მიხედვით, დევიდ ლიჩის მომავალი ნამუშევარი, ხუთი ასასინის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც იაპონურ ჩქაროსნულ მატარებელში ყოფნის დროს აღმოაჩენენ, რომ მათ მისიებს ერთმანეთთან რაღაც საერთო აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მძაფრსიუჟეტიან თრილერში, ბრედ პიტისა და სანდრა ბულოკის კინოდებიუტი შედგება. სამსახიობო კარიერის განმავლობაში ისინი ერთად პირველად ითამაშებენ.
ფოტო: პირველად ერთად - ბრედ პიტი და სანდრა ბულოკი მძაფრ-სიუჟეტიან ფილმში ითამაშებენ - პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან
57 წლის ბრედ პიტი და 56 წლის სანდრა ბულოკი ეკრანებზე ერთად პირველად გამოჩნდებიან, უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან
ამასთან, ვარსკვლავურ წყვილს პარტნიორობას ლედი გაგა და Bad Bunny გაუწევენ.
,,ჩქაროსნულ მატარებელში” ასევე ისეთ ვარსკვლავებს ვიხილავთ, როგორებიც: ჯოი კინგი, აარონ ტეილორ-ჯონსონი, მაიკლ შენონი, ლოგან ლერმანი და სხვები არიან.
ფილმის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.