ტრადიციულად ,,ოსკარების’’ წინ, წლის მთავარი კინომოვლენის საპირისპირო დაჯილდოება – ,,ოქროს ჟოლო’’ გაიმართა. ანტიპრემიის ტრიუმფატორი – Madame Web გახდა, რომელმაც ექვსიდან სამ, მათ შორის ,,ყველაზე ცუდი ფილმის” ნომინაციაში მოიგო.
აღსანიშნავია, რომ საიუბილეო, 45-ე ,,ანტიოსკარის” ყველაზე მეტ, შვიდ ნომინაციაში წარდგენილი ,,ჯოკერის” სიქუელი – ,,ჯოკერი: ორთა აშლილობა”იყო, რომელმაც ორი უარყოფითი ჯილდო მიიღო. გარდა იმისა, რომ ტოდ ფილიპსის კინოსურათმა ,,ყველაზე ცუდი რიმეიქის, რიპ-ოფის ან სიქუელის” ნომინაციაში გაიმარჯვა, უარყოფითად შეფასდა მასში ლედი გაგასა და ხოაკინ ფენიქსის მიერ ერთმანეთისთვის გაწეული პარტნიორობა. ჰარლი ქუინისა და ჯოკერის განსახიერებისთვის, ისინი ,,ყველაზე ცუდ ეკრანულ წყვილად” დასახელდნენ.
დაჯილდოების საპატიო პრემია, რომელიც ,,შეწყალების ჯილდოს” სახელითაა ცნობილი, The Last Showgirl-ისთვის – პამელა ანდერსონს მიენიჭა. აღნიშნული პრიზი წარსულში უარყოფითიდან, შემდგომში კი ხალხის ცნობიერებაში პატივსაცემ და დაფასებულ პერსონად გარდატეხის აღნიშვნას ემსახურება.
45-ე Golden Raspberry Awards-ის გამარჯვებულთა სრული სია:
ცნობისთვის, ,,ოქროს ჟოლოს დაჯილდოება” 1981 წლიდან, ,,ოსკარების” წინ იმართება და კინოსამყაროს ,,ფეილებს” ეხმიანება.