ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ლედი გაგა „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილში გამოჩნდებოდა. „გრემის“ მფლობელი არტისტი იტალიაში, მილანში ფილმის გადაღებებზე პირველად შენიშნეს. ცოტა ხნის წინ, ქალაქში შენიშნეს ფილმის მთავარი ვარსკვლავებიც, ენ ჰეთევეი, ემილი ბლანტი და მერილ სტრიპი.
39 წლის ლედი გაგა გადასაღებ მოედანზე შავ ზედასა და მუქი შარვალში იყო გამოწყობილი. უცნობია, რა როლს შეასრულებს გაგა ფილმში.
ასევე ოთხშაბათს გადასაღებ მოედანზე ნახეს დონატელა ვერსაჩეც, რომლის სახელიც რამდენჯერმე იყო ნახსენები 2006 წლის ფილმში.
ფილმის მეორე ნაწილის გამოსვლა 2026 წლის მაისშია დაგეგმილი, ზუსტად 20 წლის შემდეგ, რაც ორიგინალი კულტურულ ფენომენად იქცა.
2008 წლის ვიდეო, რომელშიც კეტი პერისა და ლედი გაგას პირველი შეხვედრაა აღბეჭდილი



