გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით, „ჯოკერის“ მეორე ნაწილში, სახელად Joker: Folie à deux შესაძლოა ხოაკინ ფენიქსთან ერთად ლედი გაგაც ვიხილოთ, რომელიც ჰარლი ქუინის როლს შეასრულებს. გაგას ჰარლი ქუინი და მარგო რობის პერსონაჟი DC-ის სხვადასხვა სამყაროებში იქნებიან. ასევე ცნობილი გახდა, რომ „ჯოკერის“ მეორე ნაწილი შესაძლოა მიუზიკლი იყოს.
ახლახან, რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა „ინსტაგრამზე“ ხოაკინ ფენიქსის ფოტო გაავრცელა.
„სცენარით არის გატაცებული“, – წერს რეჟისორი.
შეგახსენებთ, ფენიქსის მონაწილეობით ჯოკერი 2019 წელს გამოვიდა და „ოსკარიც“ დაიმსახურა.
„ჯოკერის“ „სიქველში“ ხოაკინ ფენიქსთან ერთად რუნი მარა ითამაშებს – გაინტერესებთ ჰონორარი?
“ჯოკერმა” კინოგაქირავებაში მილიარდი დოლარი დააგროვა