მაყურებლისა და კინოკრიტიკოსების 2019 წლის ერთ-ერთმა რჩეულმა ფილმმა ,,ჯოკერი” კინოგაქირავებაში მილიარდი დოლარი დააგროვა. ,,ფორბსის” ინფორმაციით, ტოდ ფილიპსის დრამამ მილიარდიან ნიშნულს პრემიერიდან 7 კვირის შემდეგ მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ,,ჯოკერში” მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს, რომელსაც წელს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ,,ოსკარის” უპირველეს კანდიდატად მოიაზრებენ.

აღსანიშნავია, რომ ,,ჯოკერი” კინოს ისტორიაში პირველი R რეიტინგის მქონე ფილმია, რომელმაც კინოგაქირავებაში მილიარდი დოლარის მოგროვება შეძლო, საერთო ჯამში კი ასეთი ფილმი, “ჯოკერის” ჩათვლით, 44-ია.

იმ ფილმებიდან, რომლებსაც მსოფლიო კინოგაქირავებაში მილიარდი დოლარი და მეტი აქვთ მოგროვილი, ,,ჯოკერის” გარდა ამ დრომდე კინოთეატრებშია: ,,მეფე ლომი”, ,,ალადინი”, ,,ადამიანი ობობა: სახლიდან შორს” და ,,სათამაშოების ისტორია 4″.

ფინანსური წარმატებისა და კრიტიკოსთა მიერ აღიარების მიღების შემდეგ, გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ძალიან მალე მუშაობა ფილმის გაგრძელებაზეც დაიწყოს, რისთვისაც ხოაკინ ფენიქსმა მზადყოფნა გამოთქვა.

,,ზოგადად არ ვთვლი, რომ ყველა წარმატებულ ფილმს უნდა ჰქონდეს გაგრძელება. მაგრამ არტურ ფლეკის ისტორია განსაკუთრებულია. ჩემი აზრით, მისი ისტორია საშუალებას იძლევა, რომ ,,ჯოკერის” სიქველიც გადავიღოთ, ვფიქრობ ეს საინტერესო იქნება”, – განაცხადა ფენიქსმა.

ტეგები: ჯოკერი
კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები